“იმისთვის, რომ [სააკაშვილმა] ცილა მიიღოს, საზღვარგარეთ გადაყვანა არაა საჭირო”

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტს უტარდება და მომავალშიც ჩაუტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი აზრით, იმისთვის, რომ ადამიანმა ცილა მიიღოს, საზღვარგარეთ გადაყვანაა არაა საჭირო.

“იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ცილა, რომლის ნაკლებობასაც ახლა ის განიცდის ამ დასკვნების შესაბამისად, ამისთვის საზღვარგარეთ ადამიანის გადაყვანა არ არის საჭირო, ცილის მიღება შესაძლებელია ციხეშიც, ციხის საავადმყოფოშიც”, – თქვა გიორგი ამილახვარმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share