„ღვაწლმოსილო ქალბატონო! საოცარი ადამიანი ბრძანდებით“ – როგორ ულოცავენ ივანიშვილის ცოლს დაბადების დღეს

ყოფილი დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის ცოლს სოცქსელით დაბადების დღეს ულოცავს:

„დღეს, 27 აგვისტოს, უამრავი სიკეთით, ღირსებითა და სათნოებით შემკული ქალბატონის,
ეკა ხვედელიძის
დაბადების დღეა!
გილოცავთ,
ღვაწლმოსილო ქალბატონო!
საოცარი ადამიანი ბრძანდებით, მუდამ თავდედებული სიკეთისა და მოყვასის სიყვარულისთვის.
სწორედ ამიტომ,
ცხოვრების მწვერვალებზეც გასაოცარი უბრალოებით
ატარებთ იმ მარადიული ფასეულობებს,
რისთვისაც მართლაც ღირს ადამიანად ყოფნა!
მთელი გულით გილოცავთ, ვულოცავ ბატონ ბიძინას,
თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,
თქვენს ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც თქვენი დაბადების დღე ნამდვილი ზეიმია, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა,
რომ მათ რიცხვში მეც ვარ.
ბევრ შვილიშვილს, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ულევ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ !
დიდხანს,
დიდხანს
იყავით ამქვეყნად
თქვენს დიდებულ მეუღლესთან, ძვირფას ოჯახთან ერთად!
უღრმესი მადლობა თქვენი უამრავი სიკეთისა და ქველმოქმედებისათვის,
მადლობა, წმიდა სამების საკათედრო ტაძრისთვის..
მადლობა იმ სითბოსა და თანადგომისთვის, რომელიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გამოიჩინეთ ჩვენთვის ურთულეს დროს!

წმიდა მარიამ ღვთისმშობლის მადლმა,
წმიდა სამებამ დაგლოცოთ და დაგიფაროთ!
ძალიან, ძალიან მიყვარხართ!” – წერს მაჭავარიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share