“რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი ქართული დემოკრატიული რესურსი აპროტესტებს რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში.
როგორც ბერძენიშვილმა “ტვ პირველის ” ეთერში განაცხადა, იმ სასამართლოში არის სამი მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთას არ დაემორჩილა და ეს დასავიწყებელი არაა.
”მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქართული დემოკრატიული რესურსი აპროტესტებს ამ რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამრთლოში. მერე რა რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს უჭერს მხარს, ის სამი მოსამართლე არ არის დასავიწყებელი, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთას არ დაემორჩილა. პირიქით, ანგარიშგასაწევია. ახლა უკვე პროფესიული სინდისის საკითხია, იქნებ ვინმეს შვილი სადმე სწავლობს, სანქციერებას მოერიდოს და ა.შ
იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს პროცედურები გასავლელია და ჩვენმა საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით თუ პარტნიორებმა გარეთ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ საშუალებას, ლეგალურ, დემოკრატიულ , მშვიდობიან საშუალებას იყენებს ქართული დემოკრატიული რესურსი, პრეზიდენტი და ოპოზიცია, იმისთვის, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში წარმართოს, უმძიმეს პირობებში ბრძოლა სახელმწიფოს მიმტაცებელი ხელისუფლების წინააღმდეგ. საკუთარი თავისთვის კი არ იტაცებს ამ სახელმწიფოს ხელისუფლება, არამდე სხვა სახელმწიფოს უნდა რომ მიართვას“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს – ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.
29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.