მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, დღეს, NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან უკრაინის მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაზრდილი საჰაერო იერიშების ფონზე, მოკავშირეებმა გაიმეორეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან.

“უკრაინა ყოველ დღე განაგრძობს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, რითაც უამრავ სიცოცხლეს არჩენს. მაგრამ უკრაინის უნარს, შეინარჩუნოს საკუთარი თავდაცვა, სჭირდება მზარდი მიწოდება და მეტი მხარდაჭერა. უკრაინის ბოლო იერიშის ფონზე, მოკავშირეებმა დღეს ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან”. – განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ.

სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინის დახმარებას იმ შეიარაღებითა და სამხედრო მასალებით გააგრძელებს, რომელიც მას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ სჭირდება.

28 აგვისტოს NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრა უკრაინის მოთხოვნით გაიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share