ბანი – „რეთი ხმაი აქ გურულ სიმღერას, ვინ იტყვის, მარა ბასი სხვაია!”

ბანი
.
„რეთი ხმაი აქ გურულ სიმღერას, ვინ იტყვის, მარა ბასი სხვაია! ძალიანი მაინტერესებდა გამომენახა კაი ბასი, ესე იგი ბანი. გურულ ბანს სხვაი ვერ შიედრება. არცეთ ბანს არ გავს გურული ბანი. ისეთი სხვადასხვა ხლართები აქ, არც მეგრულ ბანს გავს, კახურს სულ არ გავს: ი ერთ პლანზე მივა სულ, აი გურული ეგერ ჩავარდება, ეგერ ამუარდება, ეგერ ჩავარდება – ამუა, ჩავარდება – ამუა. თავისი ვარიანტები აქ. იგი ალამაზეფს ყველაფერს.“
.
„თელი გურული სიმღერის წამართველი არის ბასი. შეილება პირველ ხმაი, მიორე რელციდან გადიაროს, მარა ბანმა შეკრას და მიიყვანოს ადგილზე. ყველა ბასისტი კაცი არის ლოტბარი. პირველათ იგი სტავლოფს წყებას. ბანი ხომ უნდა თქუას მასან, ხომ უნდა გაავინთაროს. მიორე ხმაზეც. ბანი მისია, ხომ? სამვე ხმაი უნდა იცოდეს კარქა. ყველა ლოტბარები იყვენ ბანის თქმელები: ერქომაიშვილი არტემ, ვარლამ სიმონიშვილი, ილარიონ ჩავლეიშვილი, ვლადიმერ ბერძენიშვილი, აი ყველანი ბასები იყვენ.“
.
მთხრობელი დიმიტრი იმედაიშვილი, ჩაწერილია ელენე ნიკოლაიშვილის მიერ ვან-ზომლეთში 1985 წელს(corpora,co)
შეიძლება ილუსტრაციაა
მოამზადა კახა  ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share