”როდესაც გამოდიოდა [სარჩელის] წარმომადგენელი ამბობდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები არავისთვის არ არის უცხო. და ანუ უცხო?! რა შთაბეჭდილება გვექმნება დადებითი თუ უარყოფითი? ეს ფრაზაც კი ადასტურებს იმას, რომ ცალკე აღებული ეს სიტყვა [უცხო] რომელიმე მნიშვნელობის მატარებელი არაა და არის ნეიტრალური… […] მაგალითად, ხშირად გავიგონებთ ხოლმე, რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა […] როდესაც ვამბობთ უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა ან უცხოური განათლება, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ.”
განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელებს განიხილავს.