უკრაინამ კურსკის ოლქში რკინიგზის ნაწილზე იერიში მიიტანა – დაზიანებულია მაგისტრალი

უკრაინამ კურსკის ოლქში, ქალაქ ლგოვის მახლობლად რკინიგზის ნაწილზე იერიში მიიტანა.

ლგოვის მერი, ალექსეი კლევეშოვი აცხადებს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო მაგისტრალი.

”ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშში მოყვა. შეტევის შედეგად დაზიანდა ლგოვი-კიევსკის სარკინიგზო მაგისტრალი“– ამბობს კლევეშოვი.

ცნობისთვის, ლგოვი კურსკის ოლქის მსხვილი სარკინიგზო კვანძია, რომლიდანაც მატარებლები ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქების, ასევე უკრაინის მიმართულებით დადიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share