იტალიაში, ნეაპოლში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს – მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 36 წლის ქართველი კაცი, რომელიც ქვეყანაში უკანონო ცხოვრების ცხოვრების გამოა ნასამართლევი.
შემთხვევა გასულ კვირას მოხდა – კორსო გარიბალდიში, კაცმა პოლიცია გამოიძახა მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ, სავარაუდოდ, ავტობუსის მოლოდინში გაჩერებაზე მდგარ ქალს, მობილური ტელეფონი მოპარეს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე, ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე იპოვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.