“ქართულმა ოცნებამ” პარტიის ხვალ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური მოედანი და მასთან მისასვლელი გზები ორი დღით ადრე გადაკეტა.
გუშინ შუადღიდან, ოზურგეთის თეატრალური მოედანი და მასთან მისასვლელი ყველა გზა, რომელიც ოზურგეთისათვის ყველაზე დატვირთული საავტომობილო მიმოსვლის წერტილია, გადაკეტილია.
ხვალ ოზურგეთს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო მიტინგის ფარგლებში, ამავე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ეწვევა.
ხელისუფლებამ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები მიიღო,
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქალაქის ცენტრალური ნაწილის ყველა მისასვლელი გადაკეტილია,
ამ წუთებში გადაკეტილ ნაწილში უსაფრთხოებით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები მიმდინარეობს.