ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თემურ მოქიას დანიშვნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ოფიციალურად დაადასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნებოდა თემურ მოქიას დანიშვნის მომხრე, თუ მის პირველ მოადგილედ სკოლის რჩეული, ირმა კვაჭანტირაძე და არა ხათუნა ქარჩავა დაინიშნებოდა.
“გურიის მოამბე” ამის შესახებ ერთი კვირის წინ წერდა.
უწყებამ, გუშინ, გაავრცელა ოფიციალური შეტყობინებები, სადაც – ოზურგეთის მერიის, აქ უკვე ყოფილ თანამშრომელზე, თემურ მოქიაზეა საუბარი.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ეს უკანასკნელი ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში ტარიელ კალანდაძეს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ჩაანაცვლებს.
მეოთხე საჯარო სკოლა, რომელიც გასულ წელს საპროტესტო აქციებმა მოიცვა (განათლების მინისტრის მიერ სკოლის წარმომადგენლების თქმით-ტარიელ კალანდაძისათვის, დასაბუთების გარეშე დირექტორობის კანდიდატობის სტატუსის ჩამორთმევის გამო).
სკოლა ამ თანამდებობაზე, ამავე სკოლის პედაგოგის, ხათუნა ქარჩავას შესაძლო წარდგენას აპროტესტებდა.
საბოლოო ჯამში მეოთხე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ, განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ ხათუნა ქარჩავას ორჯერ უთხრა უარი.
მან სამეურვეო საბჭოს 14 წევრიდან ერთის, მერიის წარმომადგენლის, მხარდაჭერა მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნებოდა თემურ მოქიას დანიშვნის მომხრე, თუ მის პირველ მოადგილედ სკოლის რჩეული, ირმა კვაჭანტირაძე და არა ხათუნა ქარჩავა დაინიშნებოდა.
როგორც რედაქციისათვის ხდება ცნობილი, თემურ მოქია ამ შეთავაზებაზე თანახმაა და მის მოადგილედ ირმა კვაჭანტირაძე დაინიშნება.