სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძლიერი წვიმის გამო ურეკში სახლები და კვების ობიექტი დაიტბორა.
სოციალური ქსელის მომხმარებლის თქმით, ყველა წვიმის დროს მისი სახლი იტბორება და ამ მდგომარეობით არავინ ინტერესდება:
”ამ დროს არავინ არანაირ დახმარებას და ყურადღებას არ გვაქცევს. ერთი ღვთისნიერი არ გამოჩნდა , რომ ეს მდგომარეობა აგვაცილოს თავიდან. ახლა ვრეკავ და ვნახოთ ვინ რას გააკეთებს. ვისაც აწყობს გაჩუმებულია, სინამდვილეში კი ესაა ჩვენი დღევანდელი რეალობა, წყალში ტივტივებს ყველაფერი”.