”ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ კონსულტაციები, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ ჩანაწერს, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით და ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ამ საკითხზე და ძალიან მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის. კერძოდ, გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ, მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი.”