ამერიკის პრეზიდენტის მოადგილემ ეროვნული უშიშროების დარგში, ჯონ ფაინერმა, კიევში ვიზიტისას, რომელიც უკრაინას ბაიდენის თხოვნით სტუმრობს, ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა:
„ჩვენ ვიყენებთ ასეთ შეხვედრებს რომ დავაზუსტოთ, დახმარების პროგრამების ფარგლებში თუ რა არის პრიორიტეტული კიევისათვის სამხედრო, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში. ასევე სხვა სფეროებში და მსგავსი შეხვედრებით ჩვენ ვეცდებით გავაძლიეროთ პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკა უკრაინის დახმარების მიმართულებით, მანამ სანამ უკრაინა ამ ომში არ გაიმარჯვებს“ თქვა ფაინერმა.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ გააფართოებს უკრაინის დახმარებას როგორც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, ასევე საარტილერიო ჭურვებით მომარაგების კუთხით.
ირლანდია უკრაინას 128 მილიონი ევროს არალეტალურ სამხედრო იარაღს გადასცემს, ეს ქვეყანა უკრაინას ჰუმანიტარული მიზნებისათვის ასევე 40 მილიონ ევროს გამოუყოფს
ირლანდია ასევე აქტიურად დააფინანსებს უკრაინაში განაღმვით სამუშაოებს და მას მხარს დაუჭერს როგორც ტექნიკით ასევე ფინანსებით
გერმანია არ შეასუსტებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარებას, ეს განცხადება ქვეყნის კალცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ სამხედრო ბაზაზე ყოფნისას გააკეთა. სადაც ბუნდესვერის გადაწყვეტილებით, გერმანიის შიდა მოხმარებისათვის გაერსაწინააღმდეგო და შორს მსროლელი საარტილერიო დანადგარების გამოშვება განახლდა.
ჩვენ დავიცავთ კიევს რუსებისაგან – ბრძანა კანცლერმა.
პოლონეთმა და სამხრეთ კორეულმა სამხედრო კომპანიამ განაცხადეს რომ პოლონეთში სამხედრო იარაღის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებენ
გუშინ ამერიკელებმა რუსული მედია ჰოლდინგები და მათი ლიდერები დაასანქცირეს
მათ შორის მარგარიტა სიმონიანი, რაშენ თუდეი, სპუტნიკი, რუ თივი და სხვა
ასევე მათი შვილობილი კომპანიები მათ შორის რია ნოვოსტი
ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ გაშიფრა ის ქსელი და დაიწყო ქმედებები ამ ქსელის აღმოსაფრველად, სადაც ბოლო პერიოდში რუსეთიდან ასეულობით მილიონი დოლარი შევიდა ამერიკული ტენეტ და სხვა ქსელების გამოყენებით, დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის გზით ამერიკელებში საარჩევნო პროცესის უნდობლობისა და ამერიკული დემოკრატიული ინსტიტუციების ძირის გამოთხრის მიზნით
ამერიკის იუსტიციის მინისტრმა მერიკ გარლენდმა თქვა, რომ ბრალი ოფიციალურად ამ მედიების ორ წარმომადგენელს აფანასიევსა და კალაშნიკოვს წაუყენეს
ძირითადად ფულის გათეთრება და შპიონაჟი
მინისტრის თქმით, მარტო ამ ორმა ადამიანმა 10 მილიონი დოლარი დახარჯეს ტენესის შტატში ინფლუენსერებსა და სოციალურ ქსელებში რუსული პროპაგანდის გავრცელების მიზნით
ბრალდებაში ნათქვამია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რუსი აგენტები ქმნიან ასეულობით ყალბ ფეიკ გვერდებს ამერიკული დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის მიზნით
ექსპერტები ამბობენ რომ ეს ინფორმაცია პირდაპირ ბომბია ტრამპისტებსა და რესპუბლიკელებისათვის რადგან რუსების მიერ არჩეული ერთ ერთი კოიმპანია პირდაპირ კავშირშია მასკთან, ტრამპის ახლო წრე.
თავად მასკმა 24 საათის განმავლობაში ასამდე პოსტი დადო ამ ამბავზე თავის ქსელ „იქსში’ თუმცა რესპუბლიკლელებმა შიდა „ჩატით“ თავის კონგრესმენებს აუკრძალეს ამ თემაზე კომენტარის კეთება
რესპუბლიკელი ლიზ ჩეინმა ოფიციალურად განაცხადა რომ არა თუ ხმას არ მისცემს ტრამპს არამედ აქტიურად დაუჭერს მხარს დემოკრატ ჰარისს, რადგან ტრამპი უკვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის დემოკრატრიისათვის
ჰარისსა და ტრამპს შორის დებატები „აბც“ ზე 10 სექტემბერს შედგება