ლაშა ბაქრაძის განცხადებებმა და ქცევებმა ეჭვქვეშ დააყენა სამინისტროს რეპუტაციაც – წულუკიანი

”ეს განცხადებები და ქცევები ხელყოფს მისივე, როგორც დიდი ტრადიციების მქონე მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას, საკუთრივ ამ ერთერთი ყველაზე ძველი ინსტიტუციის რეპუტაციას და ასევე ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს რეპუტაციასაც, რომელიც ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ასეთი პირი იყოს ეთიკური.

ბატონი ლაშა დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლად ითვლება 6 ოქტომბრიდან, ვინაიდან მას მალულად, სამინისტროსგან მალულად 4 სექტემბერს საკუთარივე განცხადება დაუკმაყოფილებია და 5 ოქტომბრამდე გასულა შვებულებაში”-

განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  “დისციპლინური გადაცდომის” გამო ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის პოსტიდან ლაშა ბაქრაძის გათავისუფლებაზე.

3 სექტემბერს ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ თქვა, რომ არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია, “მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით.

“ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიში და იმ “ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს” – აღნიშნა მან.4 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ არასწორი სიტყვა გამოიყენა.

“თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღიქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია – ბოდიშს ვიხდი. არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი” – თქვა ბაქრაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share