უამინდობის გამო, ოზურგეთსა და ჩოხატაურს დენი არ მიეწოდება. ძლიერი ქარის გამო, თითქმის, ერთი საათია უშუქოდაა დარჩენილი ოზურგეთი და ჩოხატაური, გათიშული ლანჩხუთის დიდი ნაწილი.
ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება სამტრედიას და მიმდებარე ტერიტორიას.
“ენერგოპრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, უამინდობამ ცენტრალური გადამცემი ხაზი დააზიანა. ამ დრომდე უცნობია, როდის აღდგება ელენეერგიის მიწოდება. უშუქობის გამო გათიშულია ინტერნეტის მიწოდებაც.
ტვ პირველი