“სწორად მოაზროვნე ადამიანები “ქართულ ოცნებას” მხარს ვერ დაუჭერენ” – ამის შესახებ განცხადება პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა “პოლიტიკური ამბების” ეთერში გააკეთა.
ყოფილი პრემიერის გუნდის წევრის თქმით, დროთა განმავლობაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამომრჩეველს კარგავს.
ამასთან, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ გახარიას გუნდი სააკაშვილს არ დააბრუნებს ხელისუფლებაში და ივანიშვილს არ მისცემს ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებას.
“ქართული ოცნების” ამომრჩეველი 2021 წელს 8 000-ზე დაბლა ჩამოვიდა. კიდევ შემცირებადია ეს ციფრები. ის ადამიანი, ვინც სწორად აზროვნებს, “ქართულ ოცნებას” ვერ დაუჭერს მხარს. სწორად მოაზროვნე ადამიანი მხარს ვერ დაუჭერს პარტიულ სიას, სადაც იქნება გივი მიქანაძე, რომელიც შესაძლოა…”, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილმა.