აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ისევ ესროლეს. როგორც Reuters საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით წერს, ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ ვერ დაადგინა ტრამპის ზუსტი ადგილსამყოფელი – სად იმყოფებოდა ის, როცა მისმა შტაბმა აღნიშნული განცხადება გაავრცელა.