“არსად არ წავალ და არაფერს არ დავთმობ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” საუბრობს.
ვრცელი ინტერვიუ ეთერში სრულად ორშაბათს, 22:00 საათზე გავა.
“მე ვემზადებოდი იმისთვის, რომ გადავსულიყავი ახალ ეტაპზე, როცა უკვე დაფიქრდები შენ გასულ კარიერაზე, ანალიზებს აკეთებ უკვე ამ განვლილი გზის და ა.შ. ისე ხდება, რომ ისეთ მომენტში არის ქვეყანა, ისეთ გარდამტეხ პერიოდში, რომ აქ არ შეიძლება გაჩერება. ამიტომ მე ვთქვი არაერთხელ და ვიმეორებ, არ ვიცი რატომ, აღმოჩენებს აკეთებენ მერე, მე ვთქვი, რომ ყველგან ვიქნებოდი, სადაც საჭირო ვიქნებოდი. არსად არ წავალ და არაფერს არ დავთმობ. დღევანდელ დღეს, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ნიშნავდეს, რომ პრეზიდენტის მეორე მანდატზე, შეიძლება სულ სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდე, არ ვიცი, მაგრამ რაც არის გასაკეთებელი, იმას გავაკეთებ, იმიტომ რომ, არ შეიძლება, მაშინ არაფერს აზრი აღარ ექნება, თუ ამ გზის ბოლოს მე აღმოვჩნდები ემიგრანტის შვილი, რომელიც ამ ქვეყნიდან წავიდნენ, იმიტომ რომ გარეთ უნდა ებრძოლათ ამ ბოლშევიზმის წინააღმდეგ. დავბრუნდი იმისთვის, რომ დავხმარებოდი ევროპულ სახელმწიფოს მშენებლობას და მის დაბრუნებას ევროპის წიაღში. და აღმოჩნდა, რომ თურმე ვარ იმ გზაზე, რომელიც ამ ქვეყანას აბრუნებს რუსეთში და საბჭოთა სიბნელეში, ასე ვთქვათ. არა! ამას მე ვერ ავიტან”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.