“ეს არის უაღრესად ამორალური, მკრეხელური განცხადება, დაღუპული მეომრების და ომის მსხვერპლთა აბუჩად აგდება“, ასე აფასებს აფხაზეთის კრების თავმჯდომარე, მალხაზ პატარაია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და მიიჩნევს, რომ “საქმე მიდის აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობისკენ.“
მისივე თქმით, “შემდგომ დიდი ალბათობით, ბულდოზერებით მიადგებიან გმირთა მემორიალს და 9 აპრილის ძეგლს.“
”ეს არ ახალია, მსხვერპლის დამნაშავედ წარმოჩენა დამახასიათებელია ფაშიზმისთვის და რაშიზმისთვის, ცნობილი ფაქტია ისტორიაში. ზოგადად, ეს მიმართულია იქეთკენ, რომ პირველ რიგში გაბუნდოვანდეს აგრესორი, დაუბრუნდეს არ არსებულ ეთნოკონფლიქტში და მოვინანიოთ აგრესორის წინაშე. შემდეგი სამიზნე არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, შემდეგ დევნილთა შესახებ კანონი. საქმე მიდის აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობისკენ. შემდგომ ალბათ, დიდი ალბათობით, ბულდოზერებით მიადგებიან გმირთა მემორიალს და 9 აპრილის ძეგლს. ეს არის უაღრესად ამორალური, მკრეხელური განცხადება, დაღუპული მეომრების და ომის მსხვერპლთა აბუჩად აგდება, უმძიმესი შეურაცხყოფაა დევნილების და გენოციდის მსხვერპლებს“,- განაცხადა პატარაიამ.