უბილეთო მგზავრს კონტროლიორმა უკბინა – რა მოხდა ქუთაისში?

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრსა და კონტროლიორს შორის ინციდენტი მოხდა.

როგორც “ინფო იმერეთი” თვითმხილველზე დაყრნობით ავრცელებს ინფორმაციას, კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა, რაც შემდეგ მგზავრის დაკბენით დასრულდა.

როგორია მგზავრის ჯანმრთეობის მდგომარეობა და ჩაერია თუ არა პოლიცია ინციდენტში, ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share