„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე:
„ჩვენი ინფორმაციით, ვფიქრობ, სერიოზული მტკიცებულებები გროვდება ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, რაც არის დაკავშირებული რუსეთთან არალეგალური საქმიანობის წარმოებით, კონტრაბანდული ტვირთების დალაგებით და ა.შ. ეს მტკიცებულებები გროვდება და ვვარაუდობ რამდენიმე კვირაში ან თვეში ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ვფიქრობ, არც შეერთებული შტატები, არც ევროკავშირი, არც დასავლელი პარტნიორები არავის აპატიებენ რუსული საქმის კეთებას. „ქართული ოცნება“ კი არის პრორუსული; ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, შესაბამისად, პრორუსების და რუსების წინააღმდეგ ვიხილავთ სანქციებს და დამსჯელ ღონისძიებებს.
ეს ნიშნავს იმას, რომ რეპუტაციის მქონე არცერთი ბიზნესმენი, ინვესტორი საქმეს არ დაიჭერს ბიძინა ივანიშვილთან და მის მიერ მართულ ან მასთან აფილირებულ კომპანიებთან, რაც რეალურად არის სერიოზული სანქცირების ბერკეტი. ამიტომ ეს არის არა საშიშროება, არამედ, ამ მხრივ გადადგმული პირველი პრაქტიკული ნაბიჯი “, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.