ჯჯახა კალაძემ უპასუხა კითხვას, “რა მომავალი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” შემცირებული რეიტინგისა და შიდა დაპირისპირებების ფონზე”.
“ეს არის რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რადიკალური დღის წესრიგი. როგორც ყოველთვის, წლების განმავლობაში, დღესაც და სამომავლოდაც, დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. შესაბამისად, ეს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები იქნებიან დამარცხებული, როგორც წინა წლებში”,- განაცხადა კახა კალაძემ.