საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვების მიუხედავად, თამაში ბევრმა გააკრიტიკა.
ერთ-ერთი ასეთია ექიმი, ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია, რომელიც ამბობს, რომ ქართველ ფეხბურთელებს თამაშის დროს არანაირი სტრატეგია არ ჰქონიათ.
„სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა თამაში – აუარება შეცდომა, თითქმის არცერთი გააზრებული შეტევა, არანაირი კრეატივი. ერთადერთი, რაც კარგად გამოგვდის და რის გამოც დაგვიგროვდა ამდენი ქულა არის ის, რომ კარგად ვიჭერთ მეტოქეს შეცდომაზე და კარგად გავრბივართ. ანუ, მხოლოდ მეორე ნომრად თამაშის პერსპექტივა.
დაცვა მაინც გავაძლიეროთ – შუა ხაზს ვერაფერს ვუშველით. ამის მიუხედავად, გილოცავთ გამარჯვებას და ფლეიოფში გადასვლას“,- წერს დავით გადელია.