გარკვეული შეთანხმებები შედგა, მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ – ორბელიანების სასახლეში შეხვედრა დასრულდა

“გარკვეული შეთანხმებები შედგა… მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ”, – ამის შესახებ ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან თქვა. მისი ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულებულია.

“[მოლაპარაკებები] ჯერ არ დასრულებულა, ძალიან იმედი მქონდა, რომ ეს დღეს დასრულდებოდა, ჯერ არ დასრულდა, დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია. დღეს აქ არ [ვიტყვი]… დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხება პარიტეტის საკითხს, რომელიც ისე ვერ დალაგდა, თუმცა გამოსავალი ვნახეთ. ეხლა კიდევ არის ცოტა უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხვალ დღის განმავლობაში, მე იმედი მაქვს, რომ დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული”,- განაცხადა გახარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share