გვაქვს შანსი, რომ ეს ხელისუფლება ვაიძულოთ, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა.
„გვაქვს შანსი, რომ ეს ხელისუფლება ვაიძულოთ, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას, მაგრამ ეს მხოლოდ აუცილებელი პირობაა და საკმარისი არ არის. საკმარისი პირობა არის, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, იმიტომ, რომ პოლიტიკურ ჩიხში ვართ. ჩვენ არ გავჩერდებით ყველა სამწვერა გზაზე, ყველა გადაკვეთაზე, ყველა რეგიონში, ყველა თემში, სოფელში, დაბაში, ქალაქში იქნება ის, რაც ხდება ახლა აქ“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.