ძველი დროა, სუფრასთან ერთმა გურულმა თამადამ ასეთი ისტორია მოყვა:
.
ცოლი მყავს მეგრელი, ახალი სიძე ვარ და ჩავედი სამეგრელოში. სიმამრმა მეზობლისას “კამპანიაში” წამიყვანა. ბოლოს ჩემი როგორც სამეგრელოს სიძის სადღეგრძელო დალიეს. სამადლობელის ჯერი, რომ დადგა, რა ვიბოდიალე არ მახსოვს მარა ბოლოს დიდი პატივისცემის ნიშნად დავაყოლე – მე ისეთივე ურთიერთობა მინდა მქონდეს ყველა თქვენთაგანთან როგორიც ჩემს ცოლთან მაქვსო!
.
ვთქვი აი და სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, ჯიკავით წამომაგდო სიმამრმა სუფრიდან, წამომიყვანა და მეორე დილას ცოლთან ერთად პირველ ავტობუსს გამომაყოლა, რაფერც ცოლმა გადმომითარგმნა ასე მოგვაძახა – მაი არ დავინახო აქანე ჩამოსულიო!
.
ფოტოზე ასკანელი თამადა – 1957 წელი