რუსი სამხედროების მხრიდან სუმის ოლქში, მოხუცთა თავშესაფარზე განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 პირი დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმა სუმში მდებარე გერიატრიულ პანსიონატზე მართვადი საავიაციო ბომბით განხორციელდა. თავშესაფარში 200-ზე მეტი ხანდაზმული ცხოვრობდა.
დაწესებულებაში მყოფების შენობიდან გამოყვანა მალევე მოხერხდა.
გავრცელებული ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია სხვა დაწესებულებებში. შენობიდან ევაკუირებულია 147 ადამიანი, ხოლო ნანგრევებში არავინაა მოყოლილი.