რატომ არ უთხრა ივანიშვილმა რუსთაველებს, “დუშკაბინიდან” მიმართვისას, რატომ არ არის დამთავრებული რუსთავ-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი? – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის რუსთაველებთან შეხვედრაზე წერს და ამბობს, რომ საინტერესოა, რატომ არ უთხრა მან მოსახლეობას “რატომ არ არის დამთავრებული რუსთავ-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი?“

”საინტერესოა, რატომ არ უთხრა ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსთაველებს, დღეს რუსთავში შეხვედრის დროს, დუშკაბინიდან მიმართვისას, თუ რატომ არ არის დამთავრებული რუსთავ-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი?

რატომ არ არის სტუდენტებისთვის მგზავრობა უფასო, საქართველოს მიერ უცხოური სესხებით ნაყიდი ავტობუსებითა თუ მარშუტკებით მგზავრობისას?

რატომ აქვთ ივანიშვილისა და მისი დამქაშების მფლობელობაში არსებული ქარხნების – ცემენტის ქარხნის, აზოტის ქარხნის და მეტალურგიული ქარხნის მუშებს მიზერული ხელფასები?“ – წერს სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share