“დღეს საქართველო დგას გამოწვევის წინაშე. ვიცი, რომ ეს პარტიები, რომლებიც დგანან თქვენს წინაშე, უკვე არიან მზად იმისთვის, რომ დადგნენ ერთად – რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ეს გადარჩენა თქვენგან მოითხოვს სრულ მობილიზაციას, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე. აქ იმის ლაპარაკი, რომ ის არ მომწონს, ეს არ მომწონს, იმისგან ეს მახსოვს – შენ რა გახსოვს, არ არის საინტერესო, საინტერესოა შენი შვილები რას დაიმახსოვრებენ 26 ოქტომბრიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 26 ოქტომბრის მერე, თუ ჩვენ იქ არ ვიდექით, სადაც უნდა ვიდგეთ. ჩვენ უნდა წავიდეთ არჩევნებზე.
დღევანდელი არჩევნები არ არის ვის ირჩევ, ის არის რას ვირჩევ – ქვეყანას, დამოუკიდებლობას, მომავალს, წარმატებას, წინსვლას, ევროპას თუ ვირჩევ უკუსვლას, და ძველ სისტემას, რომელსაც კარგად ვიცნობ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20 პროცენტი და ვხედავთ რა ფორმით აქვს ოკუპირებული. ეს მომავალი თუ გინდათ რომ დაუტოვოთ შვილებს – ეს არჩევანი არ არის ჩემი, არ არის ჩვენი, არ არის იმ პარტიების, რომლებიც ხელს აწერენ ქარტიას”, – თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.