“ამ კონფლიქტის შემდეგ რუსეთს დიდი დრო და ხარჯები დასჭირდება შეიარაღებული ძალების აღსადგენად”

ბოლო ინფორმაციით, მინიმუმ ერთი T-90M, რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო ტანკი, განადგურდა ბრძოლებში. რუსეთს ამჟამად დაახლოებით 100 T-90M ჰყავს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„უკრაინის კონფლიქტი მძიმე ზარალს აყენებს რუსეთის ზოგიერთ ყველაზე ქმედუნარიან ქვედანაყოფს და ყველაზე მოწინავე შესაძლებლობებს. ამ კონფლიქტის შემდეგ რუსეთს დიდი დრო და ხარჯები დასჭირდება შეიარაღებული ძალების აღსადგენად“, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მომავალში რუსეთისთვის განსაკუთრებით რთული იქნება მოდერნიზებული და მოწინავე აღჭურვილობის შეცვლა სანქციების გამო, რომლებიც ზღუდავს ქვეყნის წვდომას კრიტიკულ მიკროელექტრონულ კომპონენტებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share