“ქაბულში ჩიტს შეუძლია საჯაროდ იმღეროს, მაგრამ გოგოს არა“, – ასე მიმართა მერილ სტრიპმა გაეროს გენერალურ ასამბლეას. სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა აღნიშნა, რომ ავღანელ ქალებს მხარდაჭერა სჭირდებათ და თალიბანის რეპრესიები უნდა შეწყდეს.
“დღეს ქაბულში კატებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ქალებს. კატას შეუძლია სახეზე მზის სხივი იგრძნოს, შეიძლება ციყვს დაედევნოს პარკში. დღეს ავღანეთში ციყვსაც უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე გოგოს, რადგან საზოგადოებრივი პარკები ქალებისა და გოგოებისთვის თალიბებმა დაკეტეს. ქაბულში ჩიტს შეუძლია საჯაროდ იმღეროს, მაგრამ გოგოს არა”, – განაცხადა მერილ სტრიპმა.