“საზღვარგარეთ არალეგალურად წასული ემიგრანტების მიერ არჩევნებში ხმის მიცემა არანაირ რისკს არ შეიცავს” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა “პირველი ხაზის” ეთერში გააკეთა.
როგორც ოთარ ზურაბიშვილმა აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ უცხოეთში არალეგალურად მყოფი ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა საფრთხეს წარმოადგენს, ერთგვარი დაშინებაა.
”არ არის გაცემული, ამაზე სწორი ინფორმაცია არის დაშინებები. ძალიან ადვილი არის, რომ გაავრცელო მაგიდის ქვეშ ის ინფორმაცია, რომ ყოველთვის სახიფათო არის მისვლა საარჩევნო უბანზე ირგვლივ არის პოლიცია და უფრთხილდით თუ არალეგალური ბრძანდებით, ამ შემთხვევაში რისკი არის თქვენთვის. ისინი ამბობენ, რომ არანაირი რისკი არ არის და არაფერს გააკეთებენ ამის წინააღმდეგ. მათი ინტერესიც არის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა არ აჩვენონ, რომ იჭერენ არალეგალურ ხალხს. მეორე რისკი შეიძლება იყოს, პირადი მონაცემები. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში პირადი მონაცემები დაცული არის. არანაირი რისკი არ არის არალეგალებისთვის, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებში”, – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.