“უარს ვაცხადებ, დავესწრო სასამართლო პროცესებს”- სოსო გოგაშვილი

სოსო გოგაშვილი უარს აცხადებს, სასამართლო პროცესებში მონაწილეობა მიიღოს.  უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანისა და ამჯერად რუსთავის ციხის პატიმრის ინფორმაციით, რაც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა, არსებობს ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლეს გიორგი გელაშვილს
უკანონო პატიმრის იოსებ გოგაშვილის
გ    ა   ნ   ც   ხ   ა   დ   ე   ბ  ა
მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო.  ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ  ,,მტკიცებულებებზე’’, რომელიც 16 ივლისის ღამეს შემოიტანეს და ჩადეს ჩემს საცხოვრებელ სახლში ქ.თბილისი ავთო ვარაზის 91-ში. ჩემი დაკავებაც განხორციელდა უკანონოდ და ძალადობრივად, ასევე იძალადეს ჩემი ოჯახის წევრებზეც. სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტი და აღკვეთიც კი არ შეცვალა. მე არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ მასკარადში, რომელიც წოდებულია, როგორც სასამართლო, ხოლო იმართება და ხელმძღვანელობს ივანიშვილის დირექტივების მიხედვით. ამაზე მე მაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, რასაც უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებ.
ასევე ჩემი გადაადგილება რუსთავის ციხიდან სასამართლომდე შეიცავს სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს, აქედან გამომდინარე უარს ვაცხადებ დავესწრო სასამართლო პროცესებს
 – წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share