“არაფერი დეპრესიული მას არ ეტყობა, პირიქით, უშველებელ აქციებს გეგმავს” – ვოლსკი სააკაშვილზე

შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს – პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ქარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა არ და­უშ­ვებს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლამ­დე მი­ვი­დეს, გარ­და ამი­სა, არა­ფე­რი დეპ­რე­სი­უ­ლი მას არ ეტყო­ბა, პი­რი­ქით – უშ­ვე­ლე­ბელ აქ­ცი­ებს გეგ­მავს, – ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე – სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტორ­მა შე­საძ­ლოა შე­უქ­ცე­ვა­დი დესტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­ნა­ვი­თა­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

„შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და და­პი­რის­პი­რე­ბის ის ხა­რის­ხი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ხვა­ლინ­დე­ლი დღე უფრო მძი­მე გა­ხა­დოს, უკვე არ­სე­ბობს და სა­ა­კაშ­ვი­ლია ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი დესტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­ნა­ვი­თა­როს ერთი მხრივ – იმ ადა­მი­ან­თა მხრი­დან, ვინც სა­ა­კაშ­ვილს რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რად მი­იჩ­ნევს და იცით, რომ ასე­თე­ბი არ­სე­ბო­ბენ, მე­ო­რე მხრივ კი, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან ვინც მი­იჩ­ნევს, რომ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია ის სას­ჯე­ლი და და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­მელ­თა გამო სას­ჯელს იხ­დის, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რა­საც ნამ­დვი­ლად ვე­თან­ხმე­ბი,”- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ამას­თან, ვოლ­სკი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლოა, გა­უ­ა­რეს­დეს, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, არ და­უშ­ვებს სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა, რომ ის კრი­ტი­კუ­ლამ­დე მი­ვი­დეს.

„თუ თვი­თონ არ იღებს შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბას, გინ­და კვე­ბის და გინ­და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­ხით, შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­დეს, მაგ­რამ 24 სა­ა­თი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბაა და ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მას რომ თავი და­ვა­ნე­ბით, არ და­უშ­ვებს ქარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლამ­დე მი­ვი­დეს. გარ­და ამი­სა, არა­ფე­რი დეპ­რე­სი­უ­ლი მას არ ეტყო­ბა, პი­რი­ქით – უშ­ვე­ლე­ბელ აქ­ცი­ებს გეგ­მავს, მო­წო­დე­ბებს აკე­თებს, ჰიმნს მღე­რის და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად და ენერ­გი­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის ულ­ტი­მა­ტუმს, ამას ადა­მი­ა­ნურ შე­ფა­სე­ბას მივ­ცემ­დი – ოჯა­ხია და ვალ­დე­ბუ­ლად თვლის თავს ულ­ტი­მა­ტუ­მით მი­მარ­თოს სა­ხელ­მწი­ფოს. პი­როვ­ნუ­ლი გან­ცდე­ბიც არის, ემო­ცი­ე­ბიც, მაგ­რამ ყვე­ლა უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს და შე­ე­გუ­ოს იმ ფაქტს, რომ ადა­მი­ა­ნი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის­თვის. მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა თუკი თა­ვის თავს ხე­ლოვ­ნუ­რად არ აუ­ტე­ხა უბე­დუ­რე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, რომ არ და­უშ­ვას რა­ი­მე კრი­ტი­კუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა,”- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სი­ლი­უ­მის მოწ­ვე­ვის მო­თხოვ­ნას, ვოლ­სკი მი­იჩ­ნევს, რომ „ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­ჟი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ის არა­ფერ და­დე­ბითს არ მო­ი­ტანს”.

„ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არაფ­რით ნაკ­ლე­ბი არ არის არ­ცერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სი­ლი­უმ­ზე, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ცოდ­ნა არაფ­რით ნაკ­ლე­ბი არ აქვთ და ზუს­ტად შე­უძ­ლი­ათ გან­სა­ზღვრონ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი”, – გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share