“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს “ეშმაკის გზის არჩევაში” ადანაშაულებს და “სატანის კერძად” აცხადებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრები შვილებისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის ფაქტს ეხმაურება და “საჯარო პოლიტიკის” ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილმა როგორც ქვეყანას, ასევე საკუთარ ოჯახსაც “თავს ლაფი დაასხა“.
“ბიძინა გულბოროტი, გულზვიადი კაცი ხარ, რომელიც საკუთარ შვილებს ყლაპავს” – აღნიშნავს გუბაზ სანიკიძე.
”არც კაცად, არც მამულიშვილად, არც პატრიოტად, არაფრად არ ივარგა. არც მამად არ ვარგია ეს კაცი. რაღაც იმიჯი ჰქონდა, რომ ოჯახის მოყვარული კაცია. შვილებს, რომ აქამდე მიიყვან რა კაცი ხარ. ბიძინა რა კაცი ხარ? ჯერ ხომ თავს ლაფი დაასხი, ახლა ნახე რას უშვრები. ეს არის აბსოლუტური სიბოროტის მიმდევარი რომ გახდი და ეშმაკი რომ შეგიჩნდა. ეშმაკი გყავს შეჩენილი რა. სატანის კერძი ხარ ბიძინა ივანიშვილო.
ღმერთია მოწამე არ მიხარია ასე რომ წავიდა ჩვენი ქვეყნის საქმე და იგივე შენი ოჯახის საქმე. ბავშვებს რას უშვრები ბიძინა? ნუთუ ასე წაგართვა ეშმაკმა გონება, რომ ამაზე მიდიხარ. ეშმაკის გზა გაქვს არჩეული. ჯერ კიდევ საყდრისი რომ ააფეთქე, მაშინ შეგატყვე ეგ. მაშინვე დავიწყე მოწყვეტა შენი პოლიტიკური ორგანიზაციიდანაც და საერთოდ ჩემი ბიოგრაფიის ყველაზე მძიმე წლები არის, როდესაც რაღაცას ერთად ვფიქრობდით. ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს შენი ბრალია. მე კი არა მთელი ქვეყანა მოგწყდა უკვე, ჯერ სადა ხარ”, – ამბობს გუბაზ სანიკიძე.
ცნობისთვის, “დროების” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
წყაროს თანახმად, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა საერთოდ შეუჩერეს, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს.