ოზურგეთის ხელისუფლებამ ახალი საჩოგბურთო ცენტრის გახსნისას მადლობა ევროკავშირის ნაცვლად ვანო ჩხარტიშვილს გადაუხადა.
ახალი საჩოგბურთო ცენტრი ოზურგეთში მალაზონიას ქუჩაზე გასული კვირის მიწურულს გაიხსნა.
ცენტრის მშენებლობისათვის ევროკავშირმა 2 მილიონ 700 ათასი ლარი გამოყო.
ოზურგეთის მერიამ, წინასაარჩევნოდ კორტების გახსნა ისე წარმოაჩინა, თითქოს საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა ვანო ჩხარტიშვილის დამსახურება იყო და კრინტიც არ დაუძრავს ევროკავშირის როლზე და წვლილზე.
ოზურგეთის მერიამ ამ ცენტრის მშენებლობა ვანო ჩხარტიშვილის უკანა ეზოში გადაწყვიტა, რომელიც გამოუსადეგარი იყო და ადგილობრივმა ოლიგარქმა ის სახელმწიფოს გადასცა – ამ ადგილზე, მალაზონიას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსებიდან კანალიზაციის არ არსებობის გამო ფეკალური მასა აკუმულირდებოდა.