კრემლის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმა, რაც დაახლოებით 278 დოლარია

კრემლის სასამართლომ “ვრემიას” რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმა, რაც,
დაახლოებით 278 დოლარია. ჯარიმა მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს უკავშირდება, რომელიც ოვსიანიკოვამ Facebook-ზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც პირდაპირ ეთერში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა.

ვიდეომიმართვაში მან რუსეთის მოქალაქეებს ომის წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მხოლოდ მათ აქვთ ძალა “შეაჩერონ მთელი ეს სიგიჟე”.

ჯერჯერობით უცნობია წაუყენებენ თუ არა მას ცალკე ბრალს პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩენისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share