”როდესაც ვიზიტით ვიყავი საქართველოში, 2008 წელს, რუსული აგრესიის დროს და გავაირე დაცლილ ქალაქ გორში, იმედი მქონდა, რომ სწრაფად გაიყვანდნენ რუსულ ძალებს საქართველოდან და ველოდებოდი საქართველოს ნათელ მომავალს ევროპაში. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, რუსეთი კვლავ საქართველოს ნაწილის ოკუპაციას აგრძელებს და საქართველო ამჟამად შორდება ევროპას.
მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია ქვეყნის მომავალი ევროპასი იხილონ და ამიტომაც მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსტი, თუმცა ამჟამინდელი მთავრობა ამის წინააღმდეგ მუშაობს, დაშორდა ევროპას და აღმოჩნდა რუსეთის პირდაპირი გავლენის ქვეშ. საქართველოს მიერ ე.წ. გამჭვირვალობის კანონისა და სხვა კანონების მიღება გახლავთ ინსტრუმენტი, რათა დარტყმა მიაყენოს კრიტიკულ ხმებს, სამოქალაქო საზოგადოებაში, მედიის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას. თუ ეს კანონმდებლობა არ გაუქმდა, არ იქნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში.”-