საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქალაქ ოზურგეთში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში განთავსდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის გურიის ოფისი, ასევე, დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველო. გარდა ამისა, მოეწყო ბავშვთა თერაპიის ოთახები, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული და მორგებული ბავშვთა საჭიროებებზე.