საქართველოში 54.1 ათასი ერთეული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის 2023 წლის მონაცემებში. თუმცა რამდენია აქედან M2 ანუ მიკროავტობუსი და რამდენი M3 ანუ ავტობუსი, ცალკე სტატისტიკა არ მოიპოვება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ავტობუსების რომელი მოდელია ყველაზე დიდი რაოდენობით რეგისტრირებული ქვეყანაში. საქსტატის ავტომობილების სტატისტიკის პორტალის მიხედვით, ყველაზე მეტი ქვეყანაში რუსული წარმოების ავტობუსების მოდელებია რეგისტრირებული.
გთავაზობთ, ავტობუსების Top-10 მოდელს:
- PAZ 672 – 933 ერთეული
- KAVZ 685 – 671 ერთეული
- PAZ 672M – 539 ერთეული
- KAVZ 3270 – 307 ერთეული
- LAZ 699R – 285 ერთეული
- LAZ 695N – 282 ერთეული
- ISUZU NOVOCITI LIFE – 259 ერთეული
- IKARUS 256 – 247 ერთეული
- PAZ 3205 – 240 ერთეული
- MERCEDES-BENZ 0303 – 202 ერთეული
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ასეთი დიდი რაოდენობითაა რეგისტრირებული ძველი საბჭოური ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ამ შემთხვევაში ავტობუსები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მგზავრთგადაყვანას ყველა მათგანი ახორციელებს. დიდი ნაწილი ამორტიზებული და გაჩერებულია, თუმცა ყველა მათგანი მაინც სტატისტიკაში ითვლება.
ცნობისთვის, საქსტატის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 54.1 ათასი მიკროავტობუსი და ავტობუსი, აქედან 50.7 ათასი, ანუ 93.7% იყო 10 წლის და მეტი ასაკის.