რუსეთი ცდილობს მხარი დაუჭიროს იმ პარტიას, რომელმაც არსებითად მიბაძა მას – დაფნა რენდი 26 ოქტომბრის არჩევნებზე

ბოლო რამდენიმე წელიწადში, რუსეთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო აქტიურად სცადოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობების გადატრიალება და არევა და სამიზნეში ამოიღოს ყველაზე სუსტები და მოწყვლადები. ამისთვის სახელმძღვანელო არსებობს, რომლითაც რუსეთი თავისა ახლო სამეზობლოში, მაგრამ ასევ სხვაგანაც მსოფლიოში ხედავს, სადაც პარტიებს შორის ან, მმართველი ელიტების ფრაქციებს შორის შიდა დაპირისპირებაა, რუსეთი ძალიან ცდილობს, რომ არიოს ეს დემოკრატიული კონკურენცია, ეს არის მათი მეთოდი. მინდა საქართველოზე ვისაუბრო,  ვინაიდან ჩვენთვის, აშშ-ის მთავრობაში ეს ნამდვილად საგანგაშოა, – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში, დაფნა რენდიმ ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ სრული მასშტაბით აკვირდება საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს.

რენდის შეფასებით „ქართული ოცნება“ მკვეთრად არის გადახრილი რუსეთისკენ და არის შესაძლებელი, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ წარიმართოს დემოკრატიულად.

მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ სამართლიანად გაიმარჯვებს, ამის პრობლემას ვერავინ დაინახავს.

„ „ქართული ოცნების“ 12 წლიანი მმართველობის შემდგომ, ძალიან კონკურენტული არჩევნებია 26 ოქტომბერს და ვხედავთ, როდესაც რუსეთი ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ პარტიას, რომელმაც არსებითად მიბაძა იმას, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა მაგალითად უცხოური აგენტების კანონის მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ზღუდავს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, ზღუდავს ალტერნატიული იდეების გამოხატვის შესაძლებლობას, კრიტიკას, ახალი იდეების შემოთავაზებას, რაც აქ საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტებში ყველამ იცის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი არჩევნების საკითხებზე კამათის შესაძლებლობა.

 

იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთი და „ქართული ოცნება“ ძალიან ცდილობდნენ შეეზღუდათ ეს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის, იმდენი გზით, რომ ჩვენ, სახელმწიფო დეპარტამენტში ვუპასუხეთ სავიზო მიმოსვლის შეზღუდვის მექანიზმით, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც მოიფიქრა ეს უცხოური აგენტების იდეა. ძალიან ვღელავთ ამ არჩევნებზე, რადგანაც ის სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ სამართლიანი დებატები და კონკურენცია არსებობს. პრობლემა არ არის თუ „ქართული ოცნება“ სამართლიანად გაიმარჯვებს, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველ ხალხს, საკუთარი სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა შეუზღუდეს. ქართველების 80% ევროკავშირთან მეტად დაახლოებისკენ მიისწრაფვის, არსებობს გაწევრიანების პროცესი, ასე რომ ხალხს სურს უფრო ახლოს იყოს ევროპასთან, სურს რეფორმების პროცესის გავლა, რაც ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს. მაშასადამე ამ სივრცის ჩაკეტვა და რუსეთის ჩარევა იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან, თავის ორბიტაზე დააბრუნოს და ეს უბრალოდ მიუღებელია. ამით შევწყვეტ საქართველოზე საუბარს, მაგრამ ალბათ გაიგეთ მთავარი სათქმელი, რომ ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს, ისევე როგორც აშშ-ის კონგრესი”, – განაცხადა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share