აქცია-პერფორმანსი ქუთაისში – “ქართული ოცნების” შეუსრულებელი პროექტები ფარნებით იძებნება. პარლამენტისსს ძველ შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ.
მოქალაქეები დილიდან ცდილობენ პასუხები მიიღონ კითხვებზე, სად არის ტექნოლოგიური ჰაბი, რეაბილიტირებული რიონისპირაა სახლები და ქარხნები. პარლამენტის ძველი შენობა ერთ-ერთი ის პროექტიაა, რომლისთვისაც ახალი ფუნქციის მინიჭებას ხალხი უკვე წლებია ელოდება, რადგან ამ შენობის ჩაკეტვით ქალაქმა ძველი ფუნქცია დაკარგა.
დღეს ქუთაისელები და საზოგადოებრივი მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრები დღისით, მზისით, ფანრით ხელში ვეძებთ იმ შეუსრულებელ პროექტებს, რომელიც უხვად გასცა “ოცნებამ”. -აცხადებს აქციის მონაწილე.