ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისის „შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ტურნირის პლეი ოფში გავიდა.
მატჩში პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ კი მატჩში ერთი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, საქართველოს ნაკრებმა კი 2 გოლის გატანა მოახერხა. საბოლოოდ ანგარიში საქართველოს მოგებით 2:1 დასრულდა.
ამით საქართველოს ნაკრებმა 19 ქულა დააგროვა, შვედეთს გადაასწრო (17) და მეორე ადგილზე გასვლით ევრო 2025-ის პლეი ოფში თამაში გაინაღდა.
შესაბამისად, ისტორიაში პირველად, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს.