“ნაციონალებზე” თავდასხმის უკან ე.წ. “ბალავინოვის ზონდერდაჯგუფება” დგას

როგორც “გურიის მოამბესათვის” გახდა ცნობილი, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანტას საარჩევნო უბანში, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებზე, დავით მჟავანაძესა და თათია ნიკოლაშვილზე – ეს უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან” დეპუტატობის კანდიდატია – ჯგუფური თავდასხმის უკან, ოზურგეთის “სპორტის განვითარების ცენტრის” დირექტორი, ბალავინოვი დგას.

ამის შესახებ რედაქციას, ადგილობრივებმა განუცხადეს.

მათივე თქმით, თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული და მასში ბალავინოვის წრე მონაწილეობდა.

ცნობისათვის: ოზურგეთის “სპორტის განვითარების ცენტრის” დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძის ახლო გარემოცვაა და მასთან რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტების ჩუქება ასოცირდება – მაგალითად, ამავე სოფელში დასრულებული ორი ხიდის მშენებლობა, ჯამში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო.

დავით მჯავანაძესა და თათია ნიკოლაშვილს თავს გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები მაშინ დაესხნენ, როცა ისინი ვიდეოკამერებზე აფიქსირებდნენ ამავე სოფლის საარჩევნო უბანსა და სოფლის გამგებლის (ოზურგეთის მერის წარმომადგენლის გურიანთის ტერიტორიულ ორგანოში) კაბინეტში ადმინისტრაციული რესურსის სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გამოყენების ფაქტს,

თავდამსხმელებმა ნიკოლაშვილსა და მჟავანაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share