“წადით არჩევნებზე, საქართველოს მომავალი თქვენ ხელშია” – ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ვიდეომიმართვას ავრცელებენ

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებენ – უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართველ ხალხს არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდებენ.

მთავარი გზავნილი კი ასეთია – “წადით არჩევნებზე, საქართველოს მომავალი თქვენ ხელშია”.

”გამარჯობა საქართველო. 26 ოქტომბერი ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ძალიან გვიყვარს ქართველი ხალხი, გვაინტერესებს ქართული კულტურა და გვადარდებს საქართველოს ბედი. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მშვიდობას და ერთიანობას. თქვენი თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხელშია საქართველოს მომავალი. გახსოვდეთ, თქვენი ხმა ანონიმურია. ნუ გაიმეორებთ ჩვენს შეცდომებს. აირჩიეთ თავისუფლება, აირჩიეთ ევროპა. წადით არჩევნებზე”, – ამბობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share