კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადაფასებას აპირებს

კანადა, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადაფასებას აპირებს – ამის შესახებ კანადის მთავრობის განცხადებაშია საუბარი.

 

გთავაზობთ მათ განცხადებას:

“როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა ეხმაურება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არის გამოცხადებული.

 

კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მოსყიდვისა და სხვა დარღვევებით, რომლებიც მოხსენიებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერ. ეს უნდა იქნას გამოძიებული და მოგვარებული. კანადას მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

 

ჩვენს G7-თან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციითა და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან. კანადა ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და განუხულავს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკანდახევას.

 

მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ ყველა მხარეს და საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანების უფლებებსა და უსაფრთხოებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების კონტექსტში. ჩვენ ვაფასებთ ქართველებს საარჩევნო პროცესში აქტიურად მონაწილეობისთვის, მათ შორის, როგორც ამომრჩევლების, უბნის თანამშრომელბისა და მოქალაქე დამკვირვებლების სახით”, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share