“ხელისუფლებაში გვყავს რუსული ძალა” – ამის შესახებ განცხადება რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
როგორც რეჟისორმა თქვა, “ქართული ოცნება” მოსყიდულია, თუმცა “თამაშის წესებს ქართველი ხალხი ადგენს, რომელიც ქვეყნის გადაჩეხას არ დაუშვებს“.
”ჩვენ გვაქვს ასეთი ვითარება, რომ ხელისუფლებაში გვყავს პრორუსული ძალა, უფრო სწორად რუსული ძალა გვყავს, არავითარი პრო. ეს არის რუსული ძალა, რომელიც შედგება ეთნიკურად ქართველებისგან, რომელთაგან ნაწილი რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, რომლებიც არიან მოსყიდულები. ესენი არ არიან ქართველები, ესენი არიან რუსები. ამიტომ მე არ მიკვირს, რომ ასე მოხდა, მე არ მგონია, რომ არის კატასტროფა. კატასტროფა არის, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენ არ გადავიჩეხებით არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ თამაშის წესებს ვადგენთ ჩვენ. ჩვენ ვართ კარტელი ხალხი, ჩვენ ვართ საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ჩვენ ვართ ქართველი ხალხის ნება. თუ ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს ხელისუფლების მიერ შემოღებული კანონები, მაშინ ის ხელისუფლება არის დამთავრებული. უკვე ეს მოცემულობა არის ახლა”, – ამბობს გიორგი თავართქილაძე.