რამდენიმე საათი საპროტესტო აქციიის დაწყებამდე – ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ხალხი დღეს რუსთაველის გამზირზე უწყეტ პროტესტს იწყებს.
ოპოზიცია პარლამენტთან მსვლელობით სხვადასხვა ადგილიდან მივა – ერთ-ერთი ლოკაცია სადგურის მოედანია.
ოპოზიცია საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ მსვლელობას.
არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ვაღიარებთ. სრული კონსესუსია 4 კოალიციურ ცენტრს შორის, მიმდინარეობს საერთო მოთხოვნა პირუთვნელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ. მიმდინარეობს სამშვიდობო პროტესტი, რომლის ფარგლებშიც, დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე ვიკრიბებით ყველანი,“- განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოს “ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
დღეს, 17:00 საათზე, პროდასავლური კოალიციები დავიძრებით ვაგზლის მოედნიდან და 19:00 საათზე შევუერთდებით პარლამენტთან აქციას. ეს იქნება მნიშვნელოვანი დღე. ქართველ ხალს მოჰპარეს არჩევანი, მოჰპარეს ხმები და ჩვენ ამ ხმებს აუცილებლად დავიბრუნებთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე. ბიძინა ივანიშვილმა კი მოიპარა არჩევნები, მაგრამ ვერასდროს მოგვპარავს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ.