”მეგობრებო, ყველას ვინც აქ ხართ, ყველას ვინც აქ, დღეს ვერ მოვიდა და შორიდან გვიყურებს, მინდა ვუთხრა, რომ სრულიად ქართული ოპოზიცია მზად არის იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიიტანოს და თუ ქართველი ხალხი ერთად დავდგებით, ვერავინ ვერ გვაჯობებს, ვერც იმპერია ბოროტების და ვერც მათ აგენტურა აქ, ამ ქვეყანაში. ჩვენს უკან არის დიდი უფსკრული და ჩვენ არ მივცემთ საშუალება ქვეყანა გადაჩეხონ ამ უფსკრულში, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ისევ და ისევ სიმამაცე და რაც მთავარია ერთიანობა, ყოველმხრივ შეეცდებიან, რომ დათესონ უიმედობა ამ ქვეყანაში, მეტი სიძულვილი, მეტი პოლარიზაცია, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამას, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ქართველი ხალხის, იმისთვის რომ, გამარჯვება, რომელიც ჩვენ ამ არჩევნებზე მივიღეთ, მივიყვანოთ საბოლოო გამარჯვებამდე და გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა, იმ ძალებისგან, რომლებსაც ჩვენი სამშობლო მიჰყავს უფსკრულისკენ. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა არის საჭირო, ნუ შევშინდებით და უიმედობა ნუ მოგიცავთ, თუ ვიბრძოლებთ გავიმარჯვებთ, თუ ფარ-ხმალს დავყრით დავმარცხდებით, ისევე, როგორც დიდმა დავითმა უთხრა თავის მეომრებს, ჩვენს უკან გზები უნდა ჩავხერგოთ, იმიტომ რომ, ჩვენს უკან დასახევი გზა არ არის”