საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
” ეს არის ელექტორალური ხმების მოპარვით გადატრიალდება” –განაცხადა საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ მოგვპარეს არჩევნები, მოგვპარეს ხმები, ეს არის ელექტორალური ხმების მოპარვით გადატრიალდება. ეს არის მოპარული არჩევნები. სხვა გამოსავალი რა არის, უნდა ვიყოთ აქ ყოველდღე და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, ვინ არის ხელისუფლება სინამდვილეში – ხალხი და ხალხის ხმა, ეს არის მთავრი” – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
ოთარ ზურაბიშვილი არჩევნების გაყალბების საქმის საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს.
”გამოძიება უნდა გაკეთდეს საერთაშორისო დონეზე. ჩვენც მივმართეთ, რომ საჭირო არის ყველა ევროპელი ქვეყანა დადგეს ჩვენს გვერდით და დაგვეხმარონ ამ გზაზე.
(ცივილიზებულ სამყაროს) უნდა ვაჩვენოთ მართლა ვინ არის ეს ხმების მომპარველი და გადავიდეთ იმაზე, რომ უნდა იყოს ახალი არჩევნები. ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და არა ასეთმა მომპარველებმა”- თქვა მან.
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – ათასობით ადამიანი ქუჩაში საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდა.